აზარტული თამაშებზე დამოკიდებულთა ერთიან მონაცემთა ბაზა შეიქმნება.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განმარტებით, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ჩარევაა საჭირო.
„ მაქსიმალურად უნდა გავამკაცროთ და დავარეგულიროთ ის სფერო, რომელსაც დიდი ზიანი მოაქვს მთლიან ქვეყანაში, განსაკუთრებით მასში ახალგაზრდების ჩართულობას. ზოგადად საერთაშორისო კლასიფიკაციით, აზარტული თამაშები ითვლება დაავადებად, ისევე როგორც ნარკოტიკზე ან ნიკოტინზე დამოკიდებულება. აქ გვჭირდება გარკვეული ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან“-განაცხადა ზოიძემ.

















