მწერალი ნაირა გელაშვილი ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი
გამორჩეული წვლილისთვის მიღებულ ჯილდოს სახალხო დამცველს უკან უბრუნებს.
მისი განმარტებით, მას არ სურს იყოს იმ სიგელის მფლობელი, რომელიც ასევე მიღებული აქვს გიგა ბოკერიასა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს.
„როდესაც ტოლერანტობის ჯილდოს აძლევენ სისხლის სამართლის დამნაშავეებსა და ბოროტმოქმედებს, რომლეთაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, ჩვენ არ გვინდა მათთან გათანაბრებულები ვიყოთ. მე ვგულისხმობ გიგა ბოკერიასა და „რუსთავი2“-ს“-განაცხადა მწერალმა.
მწერლისთვის სახალხო დამცველს ჯერ არ უპასუხია.

















