logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
განვითარების კვლევით ინსტიტუტს დაზღვევის პროგრამის დეტალები აინტერესებს
განვითარების კვლევით ინსტიტუტს დაზღვევის პროგრამის დეტალები აინტერესებს
12:38 05.07.2012
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი ახალ სამთავრობო პროგრამაში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტით უზრუნველყოფის დაპირებას ეხმაურება და მთავრობისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს, თუ რა კონკრეტული ღონისძიებები იგეგმება ამ დაპირების შესასრულებლად.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ სამთავრობო პროგრამის თანახმად, იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში, მიეცემათ საბაზისო დაზღვევის პაკეტი, რაც გულისხმობს მოულოდნელი უბედური შემთხვევით ან მოულოდნელად მძიმე ავადმყოფობით გამოწვეული ოჯახის გაღატაკების პრევენციას.

„მიგვაჩნია, რომ ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი „საბაზისო პაკეტის“ არსის გაგების გარეშე, წარმოუდგენელია პროგრამით გათვალისწინებული დაზღვევის ეფექტურობის შეფასება მოსახლეობისთვის და იმის განსაზღვრა, თუ რამდენად რაციონალურად გაიხარჯება ამ მიზნით გამოყოფილი 3 მილიარდი ლარი“- ნათქვამია განცხადებაში.

ინსტიტუტის განმარტებით, იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს პროგრამის ადეკვატურად შეფასება, აუცილებელია რამდენიმე კითხვას პასუხი გაეცეს. მათ შორის, ორგანიზაციას აინტერესებს, შევა თუ არა საბაზისო პაკეტში მედიკამენტების დაფინანსება, რომლის საშუალო დანახარჯიც დღეისთვის თითოეული ოჯახისთვის მთლიანი სამედიცინო დანახარჯის 60% შეადგენს; ასევე საბაზისო პაკეტში გათვალისწინებული იქნება თუ არა ადეკვატური პრევენციული ღონისძიებები.

„იმ შემთხვევაში, თუ „საბაზისო პაკეტი“ არ მოიცავს ადეკვატურ პრევენციულ ღონისძიებებს და არ უზრუნველყოფს დაავადებების თავიდან აცილებას ან მის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, არსებობს საფრთხე, რომ ეს უბიძგებს პაციენტს იმისაკენ, რომ გადადოს სამედიცინო ჩარევა დაავადების გამწვავების, გართულების ან მძიმე, გვიანი სიმპტომების გამოვლენამდე, რაც მკვეთრად შეამცირებს მისი გამოჯანმრთელების ალბათობას და მნიშვნელოვნად გაზრდის გაწეული მკურნალობის ხარჯებს“ - მიიჩნევს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი.

ორგანიზაციას ასევე აინტერესებს, რა იგულისხმება მთავრობის პროგრამაში დასახელებული „მოულოდნელი, მძიმე ავადმყოფობის“ მიღმა და როგორ და ვის მიერ მოხდება შესაბამისი ნუსხის შედგენა და ამის მიხედვით ოპერირება.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა