logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბეჟანიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 დეკემბრამდე დასრულდება
ბეჟანიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 დეკემბრამდე დასრულდება
15:03 17.11.2017
თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. კახა კალაძე თავდაპირველად, ბეჟანიშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება. როგორც თბილისის მერმა მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ აღნიშნა, გზის რეაბილიტაციის პროექტი დასასრულს უახლოვდება, რომლის ფარგლებშიც, მიწისქვეშა კომუნიკაციები და საკანალიზაციო სისტემა სრულად გამოიცვალა.

„ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც გზის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მანამდე, აქ ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ფაქტობრივად, სრულად არის შეცვლილი მიწისქვეშა კომუნიკაციები, საკანალიზაციო მილები, სანიაღვრე სისტემა და შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პროექტი უკვე დასასრულს უახლოვდება. დარჩა მხოლოდ გზის საფარის დაგება და როგორც ახლა მივიღეთ პირობა, სამუშაოები 5 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც არსებობს კონკრეტული რაიონები და ქუჩები, სადაც ამ მხრივ, პრობლემები კვლავ რჩება.
„მომდევნო წლების განმავლობაში, აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეს პროექტები განხორციელდეს, კონკრეტულ რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ და ჩვენი დედაქალაქის ქუჩები კეთილმოწყობილი იყოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მერიის ცნობით, ბეჟანიშვილის ქუჩაზე დაზიანებული ქვაფენილის დემონტაჟი დასრულდა, სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე ახალი ტროტუარებიც მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც მერიის კონტრაქტორი კომპანია „ცეკური“ აწარმოებს, დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება. დღესვე, დედაქალაქის მერი დიდ დიღომში, ამერიკული სოფლის მიმდებარედ, ზურგოვანას დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გაეცნო. ზურგოვანას დასახლების რეაბილიტაციის პროექტი სანიაღვრე ქსელისა და გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. დასახლებაში ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა და გზის ორფენიანი საფარი დაიგება. სამუშაოებს აღნიშნულ მისამართზე თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია, შპს „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს. გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა