logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: 4 წელი ცოტაა იმისთვის, რომ პრობლემები, რომლებიც ქალაქისთვის აქტუალურია, მოგვარდეს
კახა კალაძე: 4 წელი ცოტაა იმისთვის, რომ პრობლემები, რომლებიც ქალაქისთვის აქტუალურია, მოგვარდეს
13:40 16.11.2017
თბილისის მერი კახა კალაძე სამგორისა და ისნის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

ჭიჭინაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი და სრულდება ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება, რის შემდეგაც მოეწყობა სრულიად ახალი გზა და ტროტუარი. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებს. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 20 დეკემბერს დასრულდება.

„ჭიჭინაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, განხორციელდა კომუნიკაციების მოწესრიგება და მადლობა მინდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება გზის საფარის დაგებას, ახლა მივიღეთ პირობა, რომ დღესვე დაიწყებენ სამუშაოებს და ორშაბათისთვის დასრულებული იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი იყოს შესაბამისი. ყველაზე დიდი პრობლემა ზოგადად, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ეს არის დრო. 4 წელი მართლა ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ის პროექტები, პრობლემები, რომლებიც ქალაქისთვის აქტუალურია, მოგვარებული იყოს, თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისს მართლა დაეტყოს ჩვენი ხელი და ასეთი პროექტები არის მნიშვნელოვანი, ზოგადად, ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი, და შესაბამისად, ეს უნდა მოგვარდეს,“- აღნიშნა თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას.


თბილისის მერთან ერთად დღეს მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილეობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსად წარდგენილი გივი კუბლაშვილი გაეცნენ. ადგილზე ასევე იმყოფებოდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“-ის დირექტორი ოპერაციული მართვის დარგში მამუკა კიკალიშვილი.

დღესვე თბილისის მერი კახა კალაძე ქეთევან წამებულის ქუჩაზე 1500 მმ-იანი 400 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ახალი კოლექტორი ზედაპირიდან შვიდი მეტრის სიღრმეზე ეწყობა. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დავალებით, საავტომობილო გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით ღამის საათებში აწარმოებს.

სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში დასრულდება. სამუშაოებს შპს "ვიაიპი+" აწარმოებს. კოლექტორის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 400 000 ლარი დაიხარჯება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა