საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, სხდომის განსახილველი საკითხები წინასწარ არ არის ცნობილი.
სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და ყველა ეპარქიიდან ჩამოსული ეპისკოპოსი დაესწრება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის სხდომა გეგმიურია და როგორც წესი, წელიწადში 2-3-ჯერ იმართება.

















