თბილისის მერია 2018 წლის ბიუჯეტს უკან გამოითხოვს.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მასში ახალი გუნდის პრიორიტეტები არაა განსაზღვრული.
„ბიუჯეტს რა თქმა უნდა, უნდა გამოვითხოვოთ აუცილებლად იმიტომ, რომ დავით ნარმანიას მიერ არის წარდგენილი. მასში არ არის გათვალისწინებული ჩვენი პრიორიტეტები. შესაბამისად მოგვიწევს მუშაობა, გამოვითხოვთ და შემდეგ დაუბრუნდება საკრებულოს ჩვენს მიერ განსაზღვრული პროექტებით, რომელიც იქნება გათვალისწინებული მომავალი წლისთვის,“-განაცხადა კახა კალაძემ.

















