logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი - ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო
„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი - ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო
18:20 15.11.2017
„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი - ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო საკვების უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლის დახვეწილი სისტემის, გემოვნური თვისებების, სწრაფი მომსახურების და სისუფთავისთვის მიიღო. Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატი შეფასების სხვადასხვა სისტემებთან ერთად მომხმარებლის უმაღლეს შეფასებას ეყრდნობა.

დაჯილდოების ცერემონიალი 26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ რესტორნის ორი წლის იუბილესა და 48 წლის წინ, 15 ნოემბერს ამერიკაში, ოჰაიოს შტატში „ვენდის“ მსოფლიოში პირველი რესტორნის დაარსების დღეს დაემთხვა.

იუბილეს აღნიშვნაში მონაწილეობა მიიღეს „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ პეინმა, „ვენდის“ საერთაშორისო საოპერაციო დირექტორმა გაბორ ჰავარმა, საერთაშორისო განვითარების დირექტორმა დარილ ბაერერმა, „ვენდის“ საერთაშორისო ფინანსურმა დირექტორმა ბრენდონ გუტრიემ და „ვენდის“ საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერმა სოფო ჩოგოვაძემ.

საერთაშორისო საოპერაციო დირექტორის გაბორ ჰავარის მიხედვით: „Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატით ჯილდოვდება რესტორნები, რომლებიც „ვენდის“ მთელს საერთაშორისო ქსელში გამოირჩევა საკვების უსაფრთხოებით, საუკეთესო ხარისხით, უმაღლესი კლასის მომსახურებით და მეგობრული გარემოთი. შესაბამისად, ჩვენ ვულოცავთ ქართულ „ვენდის“ ამ ღირსეულ ჯილდოს“.

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის თქმით, „ძალიან სიმბოლურია, რომ საერთაშორისო „ვენდის“ დაფუძნების დღე დაემთხვა Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატის დაჯილდოების ცერემონიალს და ჩვენს ქალაქში მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ დაბადების დღეს. მოხარული ვართ, რომ „ვენდის“ საერთაშორისო წარმომადგენლობა შემოგვიერთდა დღესასწაულის აღნიშვნაში და იზიარებს ჩვენს წინსვლას.

„„ვისოლ ჯგუფისთვის“, ისევე როგორც „ვენდისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და საერთო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებებია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები - „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. შესაბამისად, Dave’s Way ხარისხის ჯილდო ჩვენი ძალისხმევის ყველაზე საუკეთესო აღიარებაა“ - აცხადებს სოსო ფხაკაძე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა