თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის ვინაობა
საზოგადოებისთვის ცნობილი სულ მალე გახდება.
ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ბაღების მართვის სააგანეტოს ხელმძღვანელს რაც შეეხება, მალე წარმოგიდგენთ ამ პიროვნებას, უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. შერჩეული გვყავს ახალი ხელმძღვანელი“- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა გუშინ თამამდებობიდან გადადგა.

















