თბილისის მერი კახა კალაძე „სითი პარკთან“ დაკავშირებულ საკითხს კიდევ ერთხელ
გამოეხმაურა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, კომპანიის მიმართ სამართლებრივი მუშაობა დაიწყება და თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ შედეგიც მალე დადგება.
„არ არსებობს არცერთი ხელშეკრულება, რომლის გაწყვეტაც შეუძლებელი იყოს. მით უმეტეს, როდესაც ეს კონკრეტული კომპანია ხელშეკრულების პირობებს არღვევს. ჩვენ ვიმოქმედებთ სამართლებრივად და დარწმუნებული ვარ, შედეგი დადგება მალე.
რაც შეეხება ჯარიმების ჩაბარების გარეშე ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, საკანონმდებლო ორგანოში იყო განხილვები. მინდა გითხრათ, რომ იმ ადამიანთა უმეტესობის მიმართ, რომლებმაც ჯარიმები გაასაჩივრეს, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. თითოეული მოქალაქის ინტერესებს დავიცავთ. მე ძალიან მაწუხებს ის თემა, რაც თანაქალაქელებს აწუხებთ. ვინც ამ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ისინიც კი აღნიშნავდნენ, რომ ეს არის არასწორი ხელშეკრულება“-განაცხადა კალაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

















