„მწვანეთა პარტიის” გენერალური მდივანი გიორგი გაჩეჩილაძე დღეს პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენცია თემით - „ენერგეტიკის სამინისტრომ მადნეულის რუსულ მეპატრონეებს ბოლნისის მოსახლეობის მოწამვლის უფლება 13 მილიონად მიყიდა“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „მწვანეთა პარტიიდან“ აცნობეს, პრესკონფერენციაზე გამოქვეყნდება ოფიციალური ხელშეკრულება ენერგეტიკის სამინისტროსა და მადნეულის მეპატრონოებს შორის, ასევე, მასალები ბოლნისის რაიონში არსებულ ეკოციდთან დაკავშირებით.

















