დედაენის პარკში დღეს, 15 ნოემბერს ღონისძიება ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ “ცოცხალი ბიბლიოთეკა”
გაიმართება, რომლის ფარგლებში ცნობილი სპორტსმენები სკოლის მოსწავლეებს მოუყვებიან საკუთარ ისტორიებს; ღონისძიებას დაესწრება 300-მდე მოსწავლე საჯარო და კერძო სკოლებიდან. პარალელურად ასევე გაიმართება თეატრალური პერფომანსი, ფერების ფესტივალი, სახის მოხატვა, სხვადასხვა სპორტული და შემეცნებითი აქტივობები.
ღონისძიებები იმართება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლებში. პროექტს ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდ”-ი.
მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, ფორმალური განათლების პარალელურად, მნიშვნელოვანია, საგაკვეთილო პროცესის შემდგომ ჯანსაღი კვების მხარდასაჭერი, ფიტნესისა და სპორტის, ნარკოტიკების, თამბაქოს, ალკოჰოლის ავადმოხმარების პრევენციაზე მიმართული კამპანიები.
ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება.

















