ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, კომენტარი შექმნილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, პროგრამების – აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „მართლმსაჯულების დამუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში“ (JILEP) და „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივას“ (EPI) მეშვეობით.
კომენტარის ავტორები საკონსულტაციო კომპანია „ალექსანდრეს“ საგადასახადო და იურიდიული დეპარტამენტის მენეჯერი ლევან ნადარაია, კავკასიის სამართლის სკოლის სრული პროფესორი საჯარო სამართალში, დოქტორი ზვიად როგავა, უფროსი საგადასახადო მენეჯერი „KPMG-საქართველოში“ კახა რუხაძე და საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობის მენეჯერი ბონდო ბოლქვაძე არიან.
კომენტარი 2 წიგნადაა გამოცემული. მისი პრეზენტაცია ხვალ 13:00 საათზე გაიმართება.

















