განათლების ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ის ახალ მინისტრს
რამდენიმე მთავარ გამოწვევას უტოვებს.
მისივე თქმით, სწორი მუშაობით განათლების სისტემის მაღალ დონეზე აყვანა შესაძლებელია.
"მთავარი გამოწვევად ვუტოვებ სოფლის და ეროვნული უმცირესობების სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას, განსაკუთრებით კი საბუნებისმეტყველო საგნებში. მეორე გამოწვევად კი ვუტოვებ პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მცირე პროცენტულობას.
მთავარი რჩევა ახალი მინისტრისთვის იქნება, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია გრძელვადიან შედეგზე მოახდინოს. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მუშაობით შესაძლებელია სულ რამდენიმე წელიწადში განათლების სისტემა იყოს სრულიად სხვა დონეზე“-განაცხადა ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა თსუ-ს პრორექტორმა მიხეილ ჩხენკელმა ჩაანაცვლა.

















