სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე
და ასოციაცია „ქართული ღვინო“ თავმჯდომარე თინა კეზელი ხვალ საზოგადოებას „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სახელმწიფო სამეცნიერო პროექტის“ დასრულებისა და მიღებული მსოფლიო მნიშვნელობის შედეგების შესახებ ინფორმაციას გააცნობენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „საქართველო- ღვინის სამშობლო“ ჩვენება.
ფილმი გადაღებულია ღვინის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სახელმწიფო სამეცნიერო პროექტის“ ფარგლებში „სინემანის ფილმსის“ მიერ.
ღონისძიება სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება და ის 10 სათზე დაიწყება.

















