განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
ინსტიტუციური შეფასების განსახორციელებლად საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრა. შეფასება ახალი, ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ჩატარდება.
ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს სჟიბოლტ ნურდა (ჰოლანდია) - „მაგნა ჩარტას ობზერვატორიის“ პრეზიდენტი, „აკადემიური თანამშრომლობის ასოციაციის“ (ბელგია) პრეზიდენტი და „ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის“ ექსპერტი. ჯგუფის წევრია კიდევ ერთი უცხოელი ექსპერტი ჰენრიკ თოფტ იენსენი (დანია) - როსკილდის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ემერიტუსი პროფესორი, სინგაპურის უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს ყოფილი წევრი და „ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის“ ექსპერტი.
უმაღლეს საგამანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური შეფასების პროცესში, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ექსპერტები, სტუდენტი და დამსაქმებელი. შემფასებელთა ჯგუფს უხელმძღვანელებს უცხოელი ექსპერტი, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა საავტორიზაციო შეფასებებში სავალდებულო კომპონენტად განისაზღვრა.
უმაღლეს საგამანათლებლო დაწესებულების მესამე საპილოტე ინსტიტუციური შეფასება 14-16 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება. განახლებული ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ინსტიტუციური შეფასების გამოცდილების მიღების მიზნით, პილოტირების პროცესს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმოდგენილები დააკვირდებიან.
პილოტირება პროექტ STUDY IN GEORGIA-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

















