logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
“თიბისი ბანკის” ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად დასახელდა
“თიბისი ბანკის” ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად დასახელდა
13:13 13.11.2017
საერთაშორისოდ აღიარებულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance "თიბისი ბანკის" ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად აღიარა კორპორატიული სეგმენტისთვის.

ამ ნომინაციაში გამარჯვებულად თიბისი ბანკი ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული ბანკების გვერდით დასახელდა, როგორებიცაა: Wells Fargo, Citi, CaixaBank, Yapi Credi.

2017 წლის ზაფხულში, თიბისი ბანკმა უკვე მიიღო Global Finance-ისგან ჯილდო საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკისთვის, ასევე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში 4 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. თუმცა, ამჯერად Global Finance-მა გამარჯვებული ბანკები მსოფლიო მასშტაბით გამოავლინა და "თიბისი ბანკს" მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებული ვებგვერდის ჯილდო მიანიჭა კორპორატიული სეგმენტისთვის.

გამარჯვებული ბანკები Global Finance-მა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია: სწორი სტრატეგია ონლაინ მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურებისთვის, კლიენტებისთვის საუკეთესო ციფრული სერვისების შეთავაზება, ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა, შეთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების მრავალფეროვნება, ვებგვერდის დიზაინი და ფუნქციონალი.

ციფრული მომსახურების სფეროში საუკეთესო ბანკები კონკურსში მონაწილე 300 ფინანსური ინსტიტუტიდან სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია, რომელთა შორის არიან მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები საკონსულტაციო, საინფორმაციო და ტექნოლოგიური სფეროდან.

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკმა Global Finance-ისგან მსოფლიო აღიარება უკვე მესამედ მოიპოვა. 2013 წელს, "თიბისი ბანკის" ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა ორ ნომინაციაში: როგორც საუკეთესო ინტერნეტბანკი კომუნალური გადახდებისთვის და როგორც საუკეთესო ინტეგრირებული ვებგვერდი.

Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი უკვე 20 წელია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შედეგების შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული.

წლების განმავლობაში, "თიბისი ბანკს"  Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. საერთაშორისოდ აღიარებული ფინანსური ჟურნალისგან ბანკმა ჯილდოები 2004, 2006, 2007, ასევე 2012-2017 წლებში მიიღო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა