logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა მომავალი კვირის ბოლოდან დაიწყება
თბილისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა მომავალი კვირის ბოლოდან დაიწყება
12:46 11.11.2017
მომავალი კვირის ბოლოდან, ახალგაზრდების მიერ თბილისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

დედაქალაქის ახალი მერი გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში დღეს კიდევ ერთხელ იმყოფებოდა და „თბილსერვის ჯგუფს“ შესრულებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.

„რამდენიმე დღის წინ მიწისქვეშა გადასასვლელის მორეცხვითი სამუშაოები და არსებული მდგომარეობის გამოსწორება დავიწყეთ. დღეს სამუშაოები უკვე სრულად დამთავრებულია. ადგილზე დამონტაჟდა ანტივანდალური განათების სისტემები. ერთადერთი, რაც გასაკეთებელი რჩება, ანტივანდალური სათვალთვალო კამერებია, რომლის მონტაჟსაც რამდენიმე დღეში დავიწყებთ. აღნიშნული პროცესი სრულად დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები მაღალ დონეზე შესრულდა. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე, განსაკურებით კი ღამის საათებში, მორიგეობა გაგრძელდება, რათა არსებული მიწისქვეშა გვირაბის ინფრასტრუქტურა არ დაზიანდეს.

რაც შეეხება მიწისქვეშა გვირაბების მოხატვის საკითხს, რომელსაც კახა კალაძის თქმით, ახალგაზრდების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, აღნიშნული პროექტის განხორციელება მომავალი პარასკევიდან, ან შაბათიდან დაიწყება.

„ვიცი, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას აქვს სურვილი ჩვენი დედაქალაქის განვითარებაში ჩაერთოს. მომავალი პარასკევი-შაბათიდან, უკვე შეგვიძლია გვირაბის მოხატვა-გალამაზება დავიწყოთ. ვისაც სურვილი აქვს, შეგიძლიათ პირადად მეც მომწეროთ, თქვენი მოსაზრებები ან კომენტარებში დააფიქსიროთ. ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით და ყველას მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ ქალაქის გალამაზებაში. ანალოგიური მიდგომა იქნება ყველა გადასასვლელთან დაკავშირებით.სამუშაო მართლაც ბევრია. რაც მთავარია, ჩვენ ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა თბილისის ახალმა მერმა.

კახა კალაძე აღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელში, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, რამდენიმე დღის წინაც იმყოფებოდა, რა დროსაც მათ გადასასვლელების დასუფთავებისა და მოწესრიგების სამუშაოების დაწყება სთხოვა. „თბილსერვის ჯგუფმა“ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება მორეცხვითი სამუშაოებით დაიწყო.

აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა გადასასვლელი სპეციალური ხსნარით დამუშავდა და ე.წ. კერხერის აპარატით მოირეცხა. პარალელურად, მოეწყო განათების ქსელიც.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა