logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ნარმანიამ განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა
დავით ნარმანიამ განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა
15:05 10.11.2017
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თბილისის მერიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზეც ისაუბრა. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები 2015 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის სტიპენდიას იღებენ. მისივე თქმით, 2015 წლიდან დღემდე, თანხა 369 მაგისტრანტს ჩაერიცხა, ხოლო სწავლა 6 500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსდა. ამასთან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს 6 ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურება.
გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, მერიის სისტემაში შემავალ სხვადასხვა სამსახურებში, „დაიწყე კარიერა“ - პროგრამის ფარგლებში, სტაჟირება 500-მდე სტუდენტმა გაიარა. პროფესიული უნარების გაუმჯობესებისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის კი 700 ადამიანი გადამზადდა.
დავით ნარმანიას განცხადებით, 2015 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზებზე, ორი “FAB LAB” (ბიზნეს ინკუბატორი) შეიქმნა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა.
რაც შეეხება კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებს, დავით ნარმანიას თქმით, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ, 2014-2017 წლებში, განხორციელდა სხვადასხვა სახის ინოვაციური, ნოვატორული და ინფრასტრუქტურული პროექტები, გატარდა რეფორმები, დაფინანსდა კულტურის სფეროს ხელშემწყობი მასშტაბური პროექტები, ღონისძიებები და მრავალფეროვანი აქტივობები. ნარმანიას განცხადებით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში გაიხსნა თბილისის მედიათეკების გაერთიანების რიგით მესამე ფილიალი. გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, მუზეუმების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადასვლის მიზნით, გაერთიანდა 9 მუზეუმი და დაფუძნდა ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანება“. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, შეიქმნა „ქალაქი-ბიბლიოთეკა“, რომლის ფარგლებშიც, ქალაქის მასშტაბით განთავსდა 262 კონსტრუქცია.
არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობის ფარგლებში კი 4 კერის: შახტატის, თრელიგორების ნასახლარის, საჯოგის ნასახლარისა და წმინდა ორმოცი სებასტიელი მოწამის ტაძრის ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა განხორციელდა. კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ შემუშავდა ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამაც.
რაც შეეხება სპორტის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს, ქალაქის მასშტაბით, რაიონული გამგეობების მიერ, 36 ახალი სპორტული მოედანი მოეწყო და 441 -ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, 2015 წელს პარასპორტის განვითარების სპორტული ცენტრი გაიხსნა, რომელიც, ამიერკავკასიის მასშტაბით, შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული ერთადერთი პარასპორტული არენაა. დავით ნარმანიას თქმით, აშენდა რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი, რომლის ანალოგიც თბილისში მანამდე არ არსებობდა. 2016 წელს კი, გაიხსნა ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი.
დავით ნარმანიამ სპორტის მიმართულებით განხორციელებულ სხვა მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა ფარგლებშიც, თბილისის მასშტაბით, სპორტული კომპლექსები, მოედნები, სავარჯიშო ზონები, ველოპარკინგები და ველობილიკები მოეწყო.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა