logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ექსპო ჯორჯიაში“ დავით ნარმანიას საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში მიმდინარეობს
„ექსპო ჯორჯიაში“ დავით ნარმანიას საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში მიმდინარეობს
14:20 10.11.2017
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის მერის დავით ნარმანიას 2014-2017 წლების საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში მიმდინარეობს. დავით ნარმანიამ პრეზენტაცია დედაქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით დაიწყო და აღნიშნა, რომ 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები 7, 295 814,93 მ2 ფართს ჩაუტარდა, აქედან კაპიტალურად შეკეთდა 3 მლნ მ2-მდე გზის საფარი, ხოლო კაპიტალური რეაბილიტაცია 755 ქუჩას ჩაუტარდა.

თბილისის მერმა დედაქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან განსაკუთრებული ყურადღება სამება-მახათას და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზების მშენებლობაზე გაამახვილა, რამაც მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ დასახლებები ერთმანეთს დაუკავშირა, მიმდებარე ქუჩები საგრძნობლად განტვირთა.

გარდა ამისა, დავით ნარმანიას თქმით, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6,4 კმ-იან მონაკვეთს და ბაგები-წყნეთის 12 კმ.-იან გზას. აღნიშნულ გზებზე მოეწყო არა მხოლოდ გზის საფარი, არამედ სანიაღვრე სისტემაც.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა თბილისის ზღვის შემოვლით გზასა და თემქის დასახლებიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი შემოვლითი გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც შეიცვალა გზის საფუძველი, დაიგო ახალი, ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები და გარე განათების ქსელი.

დავით ნარმანიამ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალ ესტაკადას ქალაქის ცენტრალური ნაწილის საცობებისგან განტვირთვაში დიდი როლი აქვს.

ერთ-ერთი მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა პეკინის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციაა, რომლის ფარგლებშიც, სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდა ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყალმიმღები ჭები, ცენტრალურ კოლექტორთან შემაერთებელი მილები და ჭის თავსახურები, განახლდა ორი მაგისტრალური მილსადენი და ცენტრალური კანალიზაციის კოლექტორი. მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, ავტობუსების ზოლი, პარკინგი და ველობილიკი. განხორციელდა გამწვანების ღონისძიებები. ქუჩა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. დავით ნარმანიას თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურა პეკინზე ბოლო 60 წლის განმავლობაში არ შეკეთებულა.

დედაქალაქის მერმა საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ათწლეულების შემდეგ პირველად, გამოცდა ჩაუტარდა ქალაქის მასშტაბით არსებულ 16 ხიდს.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრებაზეც იზრუნა და საანგარიშო პერიოდში სამუშაოები 472 ობიექტზე ჩატარდა.

გარდა აღნიშნული მასშტაბური პროექტებისა, დედაქალაქის მერის თქმით, კაიროს დასახლებასა და შინდისი-ტაბახმელას გზაზე საკანალიზაციო ქსელების მოწყობა მიმდინარეობს. საკანალიზაციო ქსელები მოეწყო ოლიმპიურ სოფელსა და ივერთუბანშიც. თბილისის მერმა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, მათ შორის იყო: მდ. ვერეს კალაპოტის ფორმირება, სოფელ თხინვალასა და აგარაკებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, ლილოს რკინიგზის ხიდიდან ლოჭინის ხევამდე სანიაღვრე ქსელის მოწყობა, წყნეთი-ახალდაბის დამაკავშირებელი გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე გაზგამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქცია და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძის აღმართი) საყრდენი კედლის აღდგენა.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მახათას მთაზე ახალი პანთეონის მშენებლობა მიმდინარეობს.










FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა