logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
14 მუნიციპალიტეტში ფერმერები თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობით ისარგებლებენ
14 მუნიციპალიტეტში ფერმერები თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობით ისარგებლებენ
12:48 10.11.2017
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის Zrda ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს ქარელში, გორში, ხაშურში, კასპში, ახალციხეში, ნინოწმინდასა და ასპინძაში ლაბორატორიული აღჭურვილობა გადაეცათ. ღონისძიებას პროექტის ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი ესწრებოდნენ.
რევაზ ასათიანმა USAID/Zrda წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ფერმერების მხარდაჭერისთვის და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID/Zrda-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ფერმერები მნიშვნელოვან დახმარებას იღებენ. ჩვენი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების საველე სამუშაოების ლაბორატორიული ხელსაწყოებით აღჭურვა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს ადგილზე გადაჭრან ისეთი პრობლემები, რაც მავნებელთან ბრძოლის, ნიადაგისა და წყლის ხარისხსა და სხვა არაერთ საკითხს უკავშირდება“, - აღნიშნა რევაზ ასათიანმა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID/Zrda-ს შორის არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, 14 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი ლაბორატორიული ხელსაწყოებით აღიჭურვა. გარდა ამისა, ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით, Zrda-მ მოიწვია ისრაელის საერთაშორისო განვითრების სააგენტოსა (MASHAV) და USAID-ის ფერმერი ფერმერისთვის (F2F) ექსპერტები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიის დასანერგად, რაც მიზნად ისახავს მოსავლის გაზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, Zrda ხელს უწყობს სხვადასხვა საწარმოო ჯაჭვის განვითარებას, რომელიც მოიცავს კენკროვან კულტურებს, ხეხილის ბაღებს, ბოსტნეულის წარმოებას და მეფუტკრეობას. პროექტის დახმარებით მოეწყო 18 სადემონსტრაციო ნაკვეთი, 42 სასათბურე მეურნეობა და 8 მეფუტკრეობის კოოპერატივი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა