თბილისის ახლადარჩეული მერის კახა კალაძის განცხადებით, არაა გამორიცხული, მერიასა და
CT-PARK-ის წინააღდეგ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყოს. კახი კალაძის თქმით, კომპანიის საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რომლებსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხები.
"დედაქალაქის ძალიან ბევრი მცხოვრები ამ კომპანიით უკმაყოფილოა. ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი. ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიამ გამოწერა და რომელიც გასაჩივრდა, 99%-ზე არის მოქალაქეების სასარგებლო გამამართლებელი განაჩენი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა - ეს კომპანია მოქმედებს არაკანონიერად? იყო მოსაზრება, რომ ხომ არ გადავუხადოთ 25 მილიონი და გავიდეს. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ ეს კომპანია იქნება უბედნიერესი. თუ არის სამართლებრივი დავის შესაძლებლობა, რატომ უნდა გადავიხადოთ ამხელა თანხა?", - აცხადებას კალაძე.

















