სამცხე-ჯავახეთში სატუმბი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტის
ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სატუმბ სადგურს, შეიცვალა 6 ერთეული ფარი, გაკეთდა 4 ერთეული ახალი ტუმბო აგრეგატი, ასევე, გარემონტდა წყალაღების კვანძი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის - დილისკას, პტენასა და ჩუნჩხას 1384 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლით უზრუნველყოფის რეჟიმი.
პროექტს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. მისი ღირებულება 550 000 ლარს შეადგენს.
2014 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 14 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 6741 ჰექტრამდე გაიზარდა.

















