logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ილიას სიტყვები „ჩვენი ძალა იმთავითვე სოფელი იყო“ დღესაც აქტუალურია
ლევან დავითაშვილი: ილიას სიტყვები „ჩვენი ძალა იმთავითვე სოფელი იყო“ დღესაც აქტუალურია
17:14 08.11.2017
ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.

საგურამოში, გურამიშვილების მარანში გამართულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტუდენტებთან ილია ჭავჭავაძეზე, როგორც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ნოვატორზე ისაუბრა.

„ილია - ჩვენი თანამედროვე“ ამ სათაურით აღვნიშნავთ წელს ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს. ის საკითხები, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავის ნაშრომებში იხილავდა, ძალიან აქტუალურია დღესაც. სტრატეგია, რომელიც ქვეყანას ზოგადად და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გააჩნია, პირდაპირ თანხვედრაშია ილიას მოწოდებებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა სტუდენტებთან იმ პუბლიცისტურ წერილებზე ისაუბრა, სადაც ილია ჭავჭავაძე საქართველოში სოფლის მეურნეობის შესაძლებლობებზე, ამ შესაძლებლობების სწორად და ეფექტიანად გამოყენებისთვის „დროთა შესაფერი ცოდნის“ აუცილებლობაზე, ქართული ღვინის უნიკალურობაზე, ფინანსური რესურსისა და ქართული პროდუქციისთვის ბაზრებზე ხელმისაწვდომობის საკითხებს განიხილავს. მინისტრმა პარალელები ილიას მოსაზრებებსა და დღეს აგრარულ დარგში არსებულ ვითარებას, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებს შორის გაავლო.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა