ცაგერის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ცხაკური-ხვამლის მიმართულებით გზის
რეაბილიტაცია იგეგმება. ასევე გზაზე მოეწყობა კიუტები (სანიაღვრე არხები), დამცავი ბარიერები, წყალგამტარი მილები. აგრეთვე გათვალისწინებულია ცხენისწყალზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია.
ადგილზე პროექტირების წინამოსამზადებელი-მოკვლევით და დათვალიერებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში(თანხა 195000 ლარი) შ.პ.ს ,, ინტერპროექტმა"(დირექტორი კახა კობახიძე) გაიმარჯვა. საპროექტო დოკუმენტაციის მოწოდების ვადა სამი თვეა.

















