„პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში, სოფელ უჩხოში საბავშვო ბაღისა და სასოფლო
კლუბის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის შიდა და გარე ფასადის მოწყობა და მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთების სამუშაოები. რამდენიმე დღეში ატრაქციონების მოწყობა დაიწყება.
მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხულოს მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა გოჩა მელაძემ და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ბოლქვაძემ დაათვალიერეს.
ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 107577 ლარს. სამუშაოებს ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. „ლაპოტი 2012“ ახორციელებს. ამ დროისათვის სამუშაოებზე 5 ადგილობრივია დასაქმებული.

















