logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოში სწავლის მსურველ უცხოელთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა
საქართველოში სწავლის მსურველ უცხოელთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა
10:40 07.11.2017
მიმდინარე წელს პირველად, საქართველოს უნივერსიტეტები რამდენიმე საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციაზე წარსდგნენ პროექტით „ვისწავლოთ საქართველოში“.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლები, მსოფლიოს წამყვანი და ცნობილი უმაღლესი დაწესებულებების მსგავსად, დაინტერესებულ უცხოელ მოქალაქეებს თავიანთ უცხოენოვან საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებს და საქართველოში სწავლის პირობებს აცნობენ.

პროექტის საწყის ეტაპზე, საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე საქართველო, როგორც ქვეყანა, ბევრი უცხოელისთვის აღმოჩენა იყო. დღეს უკვე საგრძნობლადაა გაზრდილი ჩვენი ქვეყნისა და მისი საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობა. გამოფენებში საქართველოს უნივერსიტეტების მონაწილეობამ ნათლად აჩვენა, რომ აუცილებელია ანალოგიურ საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვა, ეს არის საუკეთესო საშუალება უცხოელი სტუდენტებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ქართულმა უნივერსიტეტებმა, ხუთ საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა. ყოველ მორიგ კონფერენციაში მონაწილეობით საქართველო ახალ საგანმანათლებლო ბაზარზე გადის, მეტი უცხოელი პოტენციური სტუდენტი ინტერესდება საქართველოში სწავლით და შესაბამისად, მათი მომართვიანობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 50%-ითაა გაზრდილი, ასევე გაიზარდა ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით დაინტერესებულ აგენტთა რიცხვი და საქართველოს უნივერსიტეტები უკვე აგენტების გამაერთიანებელ მსოფლიო მნიშვნელობის კომპანიებთან თანამშრომლობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, სამუშაობი მიმდინარეობს ჩამოსული სტუდენტებისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფისა და სავიზო პროცედურების გამარტივების მიზნით.
„პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებულია და მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზებას და უცხოელი სტუდენტების მოზიდვას.
საქართველოში ყველა ეროვნებისა და ქვეყნის ადამიანი თავს დაცულად გრძნობს და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლონიის პროცესში ჩართულ ევროპის 47 ქვეყანას შორის ერთ-ერთია, აქ მიღებული განათლებით, უცხოელი კურსდამთავრებულები ევროპაში კარიერას წარმატებით აგრძელებენ“-განმარტავენ სამინისტროში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა