საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებების შედეგად, პროგრამაში ჩართვის მსურველ კლინიკებს
ოპერაციების ჩატარების ფასებს სახელმწიფო დაუდგენს.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ცვლილების მიხედვით კლინიკებისთვის სახელმწიფოს მიერ ოპერაციების თანხის დადგენა მოხდება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორის გათვალისწინებული იქნება კვალიფიკაციის დონე და კლინიკის აღჭურვილობა.
„დღესაც ადგენს სახელმწიფო ტარიფებს, ოღონდ ეს ტარიფები დგება გასაშუალოებით ბაზარზე არსებული ფასების. მაგრამ ეს ბაზრის ფასი რას ეყრდნობა, არავინ არ იცის, რადგან თვითონ განფასება არის ბუნდოვანი, რა პრინციპით ხდება, რა პროცენტი მოგება აქვს ჩადებული, რა პროცენტი ადმინისტრაციული ხარჯები... ამ შემთხევვში ხდება ამ ყველაფრის დათვლა და სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით უფრო სამართლიანი განფასება. შეიძლება გათვალისწინებული იყოს კვალიფიკაციის დონეც, კლინიკის აპარატურა“- განაცხადა ზოიძემ.

















