ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, დღეს 7 ნოემბერს თბილისში
ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება კერძოდ:
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გლდანისაკენ მიმავალი მაგისტრალის, ბელიაშვილის, ჭიაურელის, ჩაჩავას და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით ყიფიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ნატბეურების დასახლების, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის და უდაბნოს მონასტრის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, სამგორი-1 დასახლების, ვარკეთილი-2 დასახლების, ვარკეთილი-3 დასახლების, ვიქტორ კუპრაძის, ჯავახეთის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, ალადასტურის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, რევაზ ლაღიძის, მესხის, სულხან-საბას, თაბუკაშვილის, გერცენის და აპოლონ ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ცისარტყელას, ტრაქტორის, დავით ჭიჭინაძის და ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

















