logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ურეხის სოციალურ სახლში ეკომიგრანტებს ბინები გადაეცათ
ურეხის სოციალურ სახლში ეკომიგრანტებს ბინები გადაეცათ
14:03 06.11.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ურეხის სოციალურ სახლში 23 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის მთავრობა აგრძელებს სოციალური პროექტების განხორციელებას, რაც გამოიხატება სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფით.

,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც გრძელდება პერიოდულად. სულ ახლახან კაპრეშუმში 50 ოჯახს გადავეცით ბინა. 2012 წლიდან დღემდე აჭარის ბიუჯეტიდან 15 მილიონამდე ლარია დახარჯული სოციალური სახლების მშენებლობისთვის. ადგილობრივი მუნიციპალური ბიუჯეტებიდან კი, 4 მილიონ ლარამდე. ეკომიგრანტებისთვის სამინისტროში არსებობს სპეციალური პროგრამა. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა,რადგან ადამიანების უსაფრთხოება, მათი უფლებების დაცვა და მათზე ზრუნვა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი და პრიორიტეტია"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში და ურეხის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლებში სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახია საცხოვრებლით უზრუნველყოფილი. გასულ წელს 50 ეკომიგრანტმა ოჯახმა კაპრეშუმის სოციალურ სახლში დაიდო ბინა, წელს მათ რიცხვს ურეხის სოციალურ სახლში 23 ოჯახი შეემატა.

აჭარის მთავრობის ცნობით, ბინები შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით იქნა გადაცემული. კომისიის შემადგენლობაში შედიოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით. ბენეფიციარები შერეული კომისიის წევრებმა სპეციალური კრიტერიუმის მიხედვით შეარჩიეს. ობიექტის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან მილიონ 432 ათას 788 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ სოციალური სახლებში ბინებით უზრუნველყოფის გარდა, აჭარის მთავრობა პროგრამით, 2016 წლიდან დღემდე 150 ეკომიგრანტ ოჯახს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა. თითოეულ მათგანს გამოეყო თანხა 25 000 ლარის ფარგლებში საცხოვრებელი ფართობის შესასყიდად.

ბინები კეთილმოწყობილია. თოთოეული ბინა უზრუნველყოფილია თანამედროვე ტიპის გათბობის და წყლის გამაცხელებელი სისტემებითა. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა