„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა, რომელსაც
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს, არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებისთვის გრძელვადიანი კურსის პირველი ეტაპი დაიწყო.
ტრენინგების მიზანი სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხისგაუმჯობესებაა. ტრენინგი ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბანის და მარნეულისმე-7-12 კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის 1500-ზე მეტმა პედაგოგმა გაიარა.
მიმდინარე ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლების იდენტიფიცირებაში, ამგვარი გარემოს შესაქმნელად აუცილებელი ფაქტორების გათვალისწინებაში და მიზნის მისაღწევად აუცილებელი სტრატეგიების დაუფლებაში. ტრენინგი მიზნად ისახავს, მონაწილეებს გააცნოს მოსწავლეების მამოტივირებული ფაქტორები, დაანახოს მოსწავლეებისთვის წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მათი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების აუცილებლობა, მისცეს შესაძლებლობა გააცნობიერონ თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვის საჭიროება სწავლების პროცესში.
მოდულში წარმოდგენილი მიდგომები და მეთოდები საშუალებას მისცემს მონაწილეებს, ისე წარმართონ სასწავლო პროცესი, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას, ცოდნის სიღრმისეულად ათვისებასა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას. მოდული ასევე მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებას.

















