„პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში სოფელ ღორჯომის ცენტრის კეთილმოწყობა
მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია საყრდენი კედლებისა და წყლის ფანტანის მოწყობა და მიმდინარეობს სკამებისა და გარე განათების მონტაჟი.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოებზე, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 58187 ლარია გამოყოფილი, 4 ადგილობრივია დასაქმებული. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „მარეთი 777“ ახორციელებს. სამუშაოები ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის წევრმა ედნარ ბოლქვაძემ დაათვალიერა.

















