ხულოს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-
რეაბილიტაციის, მათი კეთილმოწყობის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება.
გამგეობის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია მეკეიძეებისა და საციხურის საბავშვო ბაღების ეზოებში ატრაქციონების მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოები ტენდერით გამოვლენილმა კომპანიამ შ.პ.ს. "მშენებელი-5-მა" განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40592 ლარი დაიხარჯა.

















