საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოები აფხაზეთის საეკლესიო საკითხების მოგვარებისთვის სამუშაო
ჯგუფს ქმნიან და ერთობლივ მოქმედებას იწყებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთში წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი კაცია მიემგზავრება.
მიტროპოლიტის განცხადებით, აფხაზეთში მრევლსა და სამღვდელოების წარმომადგენლებს შეხვედება და მათთან საუბრებს გამართავს.
„აფხაზეთი არის ჭრილობა, ღია ჭრილობა. ყველას სტკივა გული - ან ხორციელი ან სულიერი. მე ვარ კარდიოლოგი და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შევუდგებით ამ საქმეს. ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება ჩავიდეთ, ვნახოთ მრევლი, სამღვდელოება, გავესაუბროთ, პირველი შედეგი ეს იქნება. მივდივარ საბერძნეთში, სადაც არიან სოხუმელებიც. იქაც გვექნება საუბრები და ლოცვა“- განაცხადა გრიგოლი კაციამ.
შეგახსენებთ, რომ საქართვლოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორისა და რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ილარიონ ალფეევის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში გუშინ გაიმართა, აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე სამსჯელოდ სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე ისაუბრეს.
სწორედ პატრიარქმ ა მოიხსენია აფხაზი გრიგოლი კაცია და მისი აღნიშნულ სამუშაოში ჩართვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

















