საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ოპოზიციის მიერ სხდომაზე წარდგენილ არგუმენტებს არაადეკვატურსა და უსუსურს უწოდებენ.
როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, ოპოზიციის უსუსურობა გამოიხატება იმაში, რომ ისინი რეფორმების შედეგების გაბათილებას ცდილობენ.
„ამ რეფორმების განხორციელების წინა ხაზზე იყო ვანო მერაბიშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები“ - განაცხადა მელიქიშვილმა.
ის დარწმუნებულია, რომ მერაბიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ახალი შემადგენლობა ეფექტური იქნება.
პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვისა და სამოქმედო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

















