logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველო ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიაში წევრიანდება
საქართველო ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიაში წევრიანდება
14:59 02.11.2017
საქართველო ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიაში (ICID - International Commission on Irrigation & Drainage) წევრიანდება. საერთაშორისო აღმასრულებელმა საბჭომ (IEC), როგორც ICID-ის გადაწყვეტილების მიმღებმა უმაღლესმა ორგანომ, საქართველოს განაცხადი დაადასტურა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი პროცედურა 2018 წლის იანვრის ბოლომდე დასრულდება.
ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის 23-ე კონგრესზე „საქართველოს მელიორაციამ“, როგორც წევრობის კანდიდატმა, დამსწრე საზოგადოებას საქართველოში მელიორაციის დარგში მიღწევებისა და გამოწვევბის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ICID კონგრესში გაწევრიანებით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება ICID- ის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ირიგაციისა და დრენაჟის სექტორში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებს, ექსპერტებს, კვლევით ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფერმერებს. სხვადასხვა ქვეყანას ირიგაციისა და დრენაჟის განვითარებისა და მართვის განსხვავებული ინსტიტუციური და საორგანიზაციო გამოცდილება გააჩნია. აქედან გამომდინარე, ICID-ის სხვადასხვა კონგრესში, სემინარში და სამუშაო ჯგუფში მონაწილეობით, საქართველოს შესაძლებლობა ექნება სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი ირიგაციისა და დრენაჟის საორგანიზაციო საკითხების გლობალურ პერსპექტივებს გაეცნოს.
ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისია (ICID - International Commission on Irrigation & Drainage) 1951 წლიდან სამ წელიწადში ერთხელ ორგანიზებას უწევს ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კონგრესის უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ჩატარებას. ამჟამად, ICID აერთიანებს 76 წევრ ქვეყანას აფრიკის, ამერიკის, აზიის, ოკეანეთისა და ევროპის მასშტაბით, რომელიც მოიცავს მსოფლიოს სარწყავი ტერიტორიების 95%-ს.
ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისია (ICID) არის წამყვანი სამეცნიერო, ტექნიკური, საერთაშორისო არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, დაკომპლექტებული მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებით ირიგაციის, დრენაჟისა და წყალდიდობის მართვის საკითხებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა