logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისი „Mercedes-Benz Fashion Week”-ის მე-6 სეზონს მასპინძლობს
თბილისი „Mercedes-Benz Fashion Week”-ის მე-6 სეზონს მასპინძლობს
12:25 02.11.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2-დან 6 ნოემბრის ჩათვლით თბილისში „Mercedes-Benz Fashion Week” შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება.
როგორც წინა სეზონებზე, ამჯერადაც „Mercedes-Benz Fashion week”-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია სააგენტო “აწარმოე საქართველოში“, რომლის დახმარებით საქართველოს გავლენიანი და მსოფლიოში ცნობილი შემსყიდველები (ე.წ. ბაიერები) ესტუმრებიან ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Domus Academy Fashion School, Chalhoub Group, Lane Crawford, La Rinascente, British Fashion Council, The Store of Soho House Berlin და ა.შ.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, უცხოელი მოდის კრიტიკოსებთან და ბაიერებთან დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს ქართველ დიზაინერებს და ქართულ მოდას, საპატიო ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო მოდის რუკაზე. „Generation Now, Generation Next”- ამ სლოგანით 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს თბილისში 43 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს. გასული წელი მოდის კვირეულში მონაწილე დიზაინერებისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. მათი სამოსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველაზე პოპულარულ გალერეებსა და ბუტიკებში იყიდება. ქართველი დიზაინერების ნამუშევრები ისეთმა მსოფლიო ვარსკვლავებმა მოირგეს, როგორებიც არიან Lady Gaga, Katy Perry, Mary J Blige, Angelina Jolie, Bella Hadid და სხვა.
აღსანიშნავია, რომ „Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi”-ის მოდის კვირეულს ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. მსოფლიო მოდის დედაქალაქებიდან მოდის კრიტიკოსები, ბაიერები, ცნობილი გამოცემის ჟურნალისტები და რედაქტორები ჩამოდიან: Elle, Vogue Usa, Vogue Italy, Vogue Japan, Grazia, I-D Magazine, Madame Figaro, Love Magazine, Forbes Usa, Conde Nast International და CR Fasjion Book.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, საქართველოში გამართულ მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები მუდამ სტუმრობენ, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიის ფარგლებში, ქართველი დიაზაინერებისა და მათი პროდუქციის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის ფაქტი, რომ ქართველი დიზაინერების პროდუქცია უკვე იყიდება ისეთ ტრენდულ და მოდის სამყაროში ცნობილ ვებ-გვერდებზე, როგორებიცაა: Farfetch და Modaoprandi.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა