logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არასამთავრობო ორგანიზაცია ICDI: ცესკოს დემოკრატიული სვლები აშკარაა
არასამთავრობო ორგანიზაცია ICDI: ცესკოს დემოკრატიული სვლები აშკარაა
17:05 31.10.2017
არასამთავრობო ორგანიზაცია ICDI-იმ „კვირას“ პრესკლუბში არჩევნების პირველი ტური შეაფასა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სადამკვირვებლო მისია შედგება 150-მდე გრძელვადიანი, მოკლევადიანი და მობილური ჯგუფების დამკვირვებლებისაგან. რომლებიც შეირჩნენ კონკურსის წესით და ისინი სრულად მოიცავდნენ საარჩევნო უბნების გარკვეულ სპექტრს, თუმცა უფლება ჰქონდათ დაკვირვებოდნენ ნებისმიერ უბანსა და ოლქს, რადგან წარმომადგენლები ოფიციალურად იყვნენ ცესკოში დარეგისტრირებულნი ყველა დონის საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლებად.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის მერი კაპანაძის თქმით: მიმდინარე წლის არჩევნებმა ცხადყო, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდად, სამართლებრივად და ექსესების გარეშე ჩაიარა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა მმართველი პარტიის დომინანტობის ფონზე. წინა წლებისგან განსხვავებით, ამომრჩეველთა სიაში არ დაფიქსირებულა ხარვეზი. ცესკომ ძირითადად არჩევნები კანონმდებლობის დაცვით, მშვიდად და გამჭვირვალედ ჩაატარა. შესამჩნევია, რომ წინა წლების საკანონმდებლო და პროცედურული დარღვევების გაუმჯობესებით საარჩევნო ადმინისტრაციამ დადებითი სვლები განახორციელა. ცესკო თავისი ადმინისტრაციული ვალდებულებები დროულად, ეფექტიანად და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით შეასრულა.
ორგანიზაციის წარმომადგენელი ტატო ირემაძე, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა საარჩევნო უბნების გახსნას და არჩევნების მიმდინარეობის პროცესს აღნიშნავს: „არჩევნების დღე, ზოგადად, წესრიგის დაცვით წარიმართა. ICDI-ის დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ იმ უბნებში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, პროცესებმა გამჭვირვალედ და მშვიდად ჩაიარა. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში თავიანთ ფუნქციებს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ. ICDI-ის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ადასტურებენ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს, კერძოდ, საარჩევნო უბნების მცირედი დაგვიანებით გახსნას, უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნას, ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევას და სხვა მცირე პროცედურულ დარღვევებს, რომლებიც გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.“

არჩევნების დღის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე ICDI-ის იურისტმა გელა ჩიღოშვილმა ისაუბრა იმ საკანონმდებლო მხარდაჭერაზე, რომელსაც გრძნობდნენ არჩევნების დღის მუშაობის პროცესში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან: „ორგანიზაციამ შეიტანა საჩივრები, რომელთაგან ნაწილი დაკმაყოფილებულია, ნაწილი დაუკმაყოფილებელი, განუხილველი და ნაწილობრივ დაკმაყოფილებული. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იცავდა გამჭირვალობის პრინციპებს და სხდომები ღიად ტარდებოდა. სხდომებს ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და აკრედიტირებული მედიის წარმომადგენლდები. გარდა აღნიშნულისა, ცესკომ აწარმოა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია და გააგრძელა მუშაობა მოწყვლადი ჯგუფების არჩევნებში ჩართულობის ხელშეწყობაზე, მათ შორის, სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის მიერ ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისათვის ინფორმაციის მიწოდება ვიდეო-ზარისა და ჟესტური ენის მეშვეობით.

ICDI ასევე, გასცემს რეკომენდაციებს პარლამენტისა და ცესკოს მისამართით და აანონსებს, რომ არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდება ბორჯომში, ყაზბეგსა და ხაშურში.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=OHsxvy531EI&feature=youtu.be


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა