logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ფრანგი ექსპერტები სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სერტიფიცირების პროცედურების გაუმჯობესებაში ჩაერთვებიან
ფრანგი ექსპერტები სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სერტიფიცირების პროცედურების გაუმჯობესებაში ჩაერთვებიან
14:05 31.10.2017
მარცვლეული კულტურების სერტიფიცირების პროცედურების ფრანგული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თესლისა და სარგავი მასალის ეროვნული ინტერპროფესიონალური ჯგუფის (GNIS) მიწვევით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის თანამშრომლები ქალაქ პარიზში იმყოფებოდნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ფრანგულმა მხარემ საქართველოს წარმომადგენლებს საფრანგეთში არსებული სერტიფიცირების სისტემა, ნაციონალური კატალოგი და კატალოგში ჯიშთა შეტანის წესის მარეგულირებელი დოკუმენტები გააცნო. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში არსებული სერტიფიცირების სისტემაც.
აღსანიშნავია, რომ თესლისა და სარგავი მასალის ეროვნული ინტერპროფესიონალური ჯგუფის (GNIS) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ფრანგი და ქართველი სპეციალისტები თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ფრანგი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებთან ერთად იმ კანონქვემდებარე აქტების მომზადებასა და პროექტების შექმნაში ჩაერთვებიან, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სერტიფიცირების პროცედურებს გააუმჯობესებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა