logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძემ პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
კახა კალაძემ პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
12:26 31.10.2017
„პროფესიული განათლება არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიწყოთ დამოუკიდებელი, თანამედროვე ქვეყნის შესაბამისი, დაფასებული მოქალაქის ცხოვრება”, - ამის შესახეთბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ, დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“, პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კონფერენცია საქართველოსა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პროექტის - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში მოეწყო, სადაც მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლებმა.
ღონისძიებაზე გაიმართა პროფესიული განათლების ახალი პროგრამების გამოფენა - „პროფესიები მომავლისთვის“. წარმოდგენილი იყო 40-მდე ახალი პროფესიული პროგრამა ავიაციის, საზღვაოს, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, მშენებლობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მრეწველობის სფეროების მიმართულებით.

მერობის კანდიდატმა პროფესიული განათლების ხარისხის გაძლიერების პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების პროგრამები, რომელთა განხორციელებაც დღეიდან დაიწყება, სრულად პასუხობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის საჭირო კვალიფიკაციისა და ცოდნის დეფიციტის შევსების სახელმწიფო სტრატეგიას.

მისივე თქმით, ამ პროგრამების ამოქმედებით საქართველოში დაინტერესებულ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, შეიძინოს თანამედროვე, მომავლის უნარები და პროფესიები. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისში მალე დაიწყება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, აშენდება საგანმანთლებლო-შემეცნებითი ცენტრები და ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროექტების განხორციელებაში, პროფესიული პროგრამებით გადამზადება მნიშვნელოვანი იქნება.

„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები დაგვეხმარება, რომ მოქალაქეებს შევთავაზოთ მომავლის პროფესიების შესწავლის შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით. საქართველოში განსაკუთრებით გვჭირდება პროფესიონალი სპეციალისტები, რომელიც თბილისის, ჩვენი ქალაქებისა და ქვეყნის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ძვირფასო კოლეგებო, მომავალო სტუდენტებო, თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს! ზუსტად თქვენი დახმარებით, თქვენ მიერ მიღებული თანამედროვე ცოდნის მეშვეობით ერთად შევძლებთ დავძლიოთ გამოწვევები და უზრუნველვყოთ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. პროფესიული განათლება არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიწყოთ დამოუკიდებელი, თანამედროვე ქვეყნის შესაბამისი, დაფასებული მოქალაქის ცხოვრება”, - განაცხადა კალაძემ.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ენერგეტიკის მინისტრად ყოფნის დროს, სხვადასხვა პროექტების განხორციელებისას, ყოველთვის უწევდათ უცხოეთიდან სპეციალისტების ჩამოყვანა. კალაძე დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე ამის საჭიროება აღარ იქნება და მსგავს ვითარებაში იმ ახალგაზრდების შესაძლებლობებს გამოიყენებენ, რომლებიც ამ მიმართულებით გადამზადდებიან და შესაბამისს განათლებას მიიღებენ.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, რათა მათ შეძლეს და პროფესიული განათლების ახალი პროგრამები უმოკლეს დროში რეალობად აქციეს. ასევე დიდი მადლობას ვუხდი ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიების, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადეთ ამ პროგრამების შემუშავებას. გილოცავთ ამ დიდ წარმატებას და მე, როგორც თბილისის მერი, მზად ვარ თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ბევრ და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ ჩვენი დედაქალისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა