დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით,
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელი გლდანი (ნაწილობრივ), მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და მუხიანის აგარაკების, ასევე პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის(ნაწილობრივ), გამსახურდიას I, II კვარტლების, იოსებიძის, კალანდაძის, შარტავას, ჭაბუკიანის და კოსტავას(ნაწილობრივ) ქუჩები სმაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას იპოლიტოვ-ივანოვის, გმირი კურსანტების და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლები.

















