logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ესტონეთში ფილმ „აღსარების“ პრემიერას ესტონეთის პრეზიდენტი და საქართველოს ელჩი დაესწრნენ
ესტონეთში ფილმ „აღსარების“ პრემიერას ესტონეთის პრეზიდენტი და საქართველოს ელჩი დაესწრნენ
15:49 27.10.2017
ესტონეთის კინოს მუზეუმში ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძის ახალი ქართულ-ესტონური ფილმის „აღსარების“ ესტონური პრემიერა გაიმართა, რომელსაც ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი დაესწრნენ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს ელჩმა, რომელმაც ხაზი გაუსვა კინემატოგრაფიის სფეროში ქართულ-ესტონური წარმატებული თანამშრომლობის როლს ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში, ასევე მსოფლიო დონეზე, ქართულ-ესტონური საუკუნოვანი მეგობრობისა და ერთიანი ფასეულობების წარმოჩენაში. მან მადლობა გადაუხადა ფილმი „მანდარინების“ შემქმნელებს, ცნობილ ქართველ და ესტონელ კინოხელოვანებს, გაწეული ძალისხმევისათვის და ახალ ფილმს წარმატებები უსურვა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა, ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, მიესალმა ორ ქვეყანას შორის კინოხელოვნების კუთხით განვითარებულ მჭიდრო და წარმატებულ ურთიერთობებს. მან იმედი გამოხატა, რომ სხვა სფეროებშიც, კიდევ არაერთი წარმატებული ქართულ-ესტონური პროექტი განხორციელდება.
ფილმის დაწყებამდე აუდიტორიას ასევე, მიმართეს კომპანია „Allfilm“-ის წარმომადგენელმა ივო ფელტმა და ფილმის რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ, რომელიც ტალინს აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობისთვის ესტუმრა.
კინოჩვენების პარალელურად, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, საქართველოს საელჩოს მიერ წარმოდგენილი იყო ძველი ქართული ფილმების აფიშების გამოფენა.
ფილმის პრემიერას ესწრებოდნენ ესტონეთის ხელისუფლების, პარლამენტისა და სამთავრობო ინსტიტუტების, ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე კულტურული და ბიზნეს წრეების, ესტონეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა მიღება.
ღონისძიება გაიმართა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კომპანია „Allfilm“-ის ერთობლივი ორგანიზებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა