logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახეთის რეგიონში ბიოუსაფრთხოების მესამე პუნქტი ამოქმედდა
კახეთის რეგიონში ბიოუსაფრთხოების მესამე პუნქტი ამოქმედდა
12:15 27.10.2017
კახეთის რეგიონს გადასარეკი ტრასების ბიოუსაფრთხოების სამი პუნქტი მოემსახურება. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების შემდეგ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების პუნქტი ყვარელში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობის უმთავრესი მიზანია გადასარეკ ტრასებზე დაავადებული პირუტყვის გადაადგილებისა და, შესაბამისად, ინფექციებისა და ინვაზიების გადატანა-გავრცელების თავიდან აცილება, რაც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, მეცხოველეობის დარგის სტიმულირებას და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას უწყობს ხელს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, გადასარეკი ტრასების გახსნა ხელს შეუწყობს ცხვრისა და მსხვილფეხა პირუტყვის გადაადგილების კონტროლს და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას
„მეცხვარეობის და მესაქონლეობის განვითარებისთვის ჩვენ კომპლექსურ სამუშაოებს ვატარებთ. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია გადასარეკი ტრასების იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და საბოლოოდ სწორი ადმინისტრირება. ეს უკვე მე-5 პუნქტია კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში. დაგეგმილია კიდევ ერთი პუნქტის გახსნა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ცხვრისა და მსხვილფეხა პირუტყვის გადაადგილების კონტროლს და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას“- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ახლადგახსნილი ბიოუსაფრთხოების პუნქტი გადასარეკი ტრასის სტრატეგიულად საკვანძო ადგილზე მდებარეობს, სადაც მაღალია პირუტყვის ნაკადი სეზონურ საძოვრებზე გადარეკვისას.
ბიოუსაფრთხოების პუნქტი ბეტონის საფარით მოწყობილი შემოღობილი ტერიტორიაა, სადაც განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი. ბიოუსაფრთხოების პუნქტში შესაძლებელია დღეში 3 ათასამდე წვრილფეხა და აგრეთვე მსხვილფეხა პირუტყვის პარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავება. ცხოველთა დამუშავებისას გამოიყენება მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან.

პუნქტის გახსნას კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტები უკვე მოქმედებს კახეთის რეგიონში დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და ყვარელში, აგრეთვე, ქვემო ქართლის რეგიონში მარნეულსა და რუსთავში, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ „მცირეკავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) მხარდაჭერით აშენდა . უახლოეს მომავალში ქვეყნის მასშტაბით ბიოუსაფრთხოების 6 პუნქტი იფუნქციონირებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა