მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ამ დროისთვის, კონცენტრირებული ქლორის ჰაერში გაჟონვის შედეგად
მოწამლული 11 მოზარდი მკურნალობს.
როგორც „ნიუსპრესს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ სავარაუდოდ, დღის ბოლოს გაწერენ.
მედიკოსების განცხადებით, კლინიკაში წუხელ ქლორით მოწამლული 11 ბავშვი მოათავსეს. ისინი მკურნალობას ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში გადიან.
მათი ინფორმაციით, პაციენტებს სუნთქვის გაძლიერება, ჰაერის უკმარისობა და საერთო სისუსტე აღენიშნებოდათ.
ჰაერში კონცენტრირებული ქლორის გაჟონვის შედეგად წუხელ ლილოს, საქნავთის დასახლებაში 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, იაშვილის, ღუდუშაურის, რეფერალურ და ქირურგიულ კლინიკებში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად ინტოქსიკაცია ექვსმა მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღო. ისინი მკურნალობას იაშვილის კლინიკაში გადიან. ექიმების განცხადებით, ყველა მათგანი თავს უკვე კარგად გრძნობს, თუმცა, პროფილაქტიკის მიზნით ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

















