logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მახინჯაურისა და ჩაქვის მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარგება ექნება
მახინჯაურისა და ჩაქვის მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარგება ექნება
16:37 25.10.2017
ჩაქვში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში 950 კბმ წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა დასრულდა.
რეზერვუარის გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან და შპს „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეზერვუარი ზღვის დონიდან 62 მეტრ სიმაღლეაზეა განთავსებული, რაც შემაღლებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 1200-მდე აბონენტის 24 საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. რეზერვუარი აღიჭურვა თანამედროვე წყლის თხევადი დაქლორვის აპარატებით, რომელიც წყლის სათანადო გაწმენდა-გაფილტვრას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში დასრულდა ზღვის დონიდან 50 მ-ზე მდებარე 2500 კბმ-იანი რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც უკვე ექსპლუატაციაშია. აღნიშნული რეზერვუარი ჯამში3400 კბმ წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს და ჩაქვის მოსახლეობას სრულად მოემსახურება. შედეგად, დაახლოებით 2 300 აბონენტი ახალ ქსელში ჩაერთვება და შეუფერხებელ წყალმომარაგებას მიიღებს.

დაბა ჩაქვის მოსახლეობის ახალ წყალმომარგების სისტემაზე დაერთების სამუშაოების შესრულებას კომპანია „ბათუმის წყალი“ უზრუნველყოფს. მოსახლეობას სრულიად უფასოდ დაუმონტაჟდებათ წყლისმრიცხველები. გეგმიური სამუშაოების დასრულების შემდეგ დაბა ჩაქვის მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარგება ექნება.

ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა 2016 წლის იანვარში დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა. ჩაქვში წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობისთვის, ჯამში, 545 ათასი ევრო დაიხარჯა.

ახალი რეზერვუარების მშენებლობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მე-3 და მე-4 ფაზების ფარგებლში განხორციელდა.

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ,,EU NIF’’ ფონდიდან გამოყოფილი გრანტით -4 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსდა,რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა (KfW) მოიპოვა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა