logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 110 წლისაა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 110 წლისაა
15:53 25.10.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საიუბილეო ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა ქვეყანაში მცენარეთა დაცვის, სურსათის უვნებლობის და ვეტერინარიისა და ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით გამართული ლაბორატორიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ლაბორატორიული კვლევები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას წარმოადგენს.
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას დაარსებიდან 110 წელი შეუსრულდა. ეს არის უდიდესი ისტორია. ლაბორატორიული კვლევები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას წარმოადგენს. დღეს ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რადგან ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ქვეყანაში ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების დანერგვას გულისხმობს. ამ მოთხოვნებზე პასუხი კი მხოლოდ ადეკვატური ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის არსებობის პირობებშია შესაძლებელი“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ლაბორატორიის კომპეტენციის ზრდის კუთხით უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების (CIB) პროგრამა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დახმარებები, რის შედეგადაც, ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების დონის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს, განხორციელდა ლაბორატორიის მოდერნიზება, მოხდა ახალი აღჭურვილობების შეძენა და, შესაბამისად, ახალი მეთოდების დანერგვა.
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ საქართველოს ლაბორატორიას რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე უწოდა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა ლაბორატორიის 110 წლიანი საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინა. მოეწყო ფოტოარქივის გამოფენა და სხვადასხვა ეტაპზე ლაბორატორიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თანამშრომლების დაჯილდოება.
აღსანიშნავია, რომ თბილისში პირველი სავეტერინარო ლაბორატორია 1907 წელს ჩამოყალიბდა, რომლის მიზანს ბორჩალოს (მარნეული) მაზრაში გავრცელებული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. თბილისის სავეტერინარო ლაბორატორია პირველი საწარმოო - სამეცნიერო დაწესებულება გახდა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში, სადაც არაერთი სამეცნიერო კვლევა განხორციელდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოდან (DTRA), დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან (CDC) და Ch2mhill-ის საქართველოს ოფისიდან, ასევე, დარგობრივი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ლაბორატორიის ძველი და მოქმედი თანამშრომლები.









FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა