„ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში ხვალ სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროს ლაბორატორიის 110 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის.
ღონისძიების მონაწილეები და მოწვეული სტუმრები არიან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოდან (DTRA), დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან (CDC) და Ch2mhill-ის საქართველოს ოფისიდან, ასევე, დარგობრივი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ლაბორატორიის ძველი და მოქმედი თანამშრომლები.
ასევე, გაიმართება ლაბორატორიის 110 წლიანი საქმიანობის შეფასება/შეჯამება, ფოტო-არქივის გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია სხვადასხვა ეტაპზე ლაბორატორიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
იუბილე 10:00 საათზე დაიწყება.

















