პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის
დასახლებაში დასუფთავების აქცია გამართეს.
მათ კედლები და სხვა ლოკაციები თავიანთი საარჩევნო პლაკატებისგან გაათავისუფლეს.
დასუფთავების აქციაში პირადად მონაწილეობდა ისნის მე-10 საარჩევნო ოლქის გამარჯვებული კანდიდატი, დედაქალაქის საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილი.
„მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შემდეგ ქალაქი გავათავისუფლოთ საარჩევნო პლაკატებისგან. ეს, გარდა ესთეტიური თვალსაზრისისა, პოლიტიკური კულტურის გამოხატულებაც არის“-განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.

















