logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რიგით მე-12 ახალი ბაღი ვაშლიჯვარში გაიხსნა
რიგით მე-12 ახალი ბაღი ვაშლიჯვარში გაიხსნა
13:57 24.10.2017
თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა - საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე ახალი ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ, თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა.

დავით ნარმანიამ ბაღის პირველ აღსაზრდელებს სამახსოვროდ წიგნები გადასცა.

“ამ უბანს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა საბავშვო ბაღის პრობლემა, სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ჩვენ ეს ტერიტორია და ავაშენეთ სრულიად ახალი, ჩვენი მმართველობის პირობებში რიგით მე-12 სააღმზრდელო დაწესებულება. შეიქმნა, დამატებით, 350 ბავშვის ადგილი და დღეიდან ახალი ბაღი უკვე ფუნქციონირებს. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენი პატარები ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ“- აღნიშნა თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას.

N 33-ე საბავშვო ბაგა-ბაღში 10 ჯგუფი ფუნქციონირებს და ის 350 აღსაზრდელზეა გათვლილი. დასაქმებულია 70 ადამიანი.

სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, კეთილმოეწყო ბაღის ეზო - დაიდგა ატრაქციონები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოიხატა კედლები. ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს მისულ აღსაზრდელებს ბაღის ადმინისტრაციამ სახალისო ღონისძიება მოუწყო - პატარების საზეიმო განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.

ღონისძიების ფარგლებში, ბაღში მისულ სტუმრებს ფოტო-კოლაჟიც უჩვენეს, სადაც ასახული იყო 2014 წლის მდგომარეობით საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა და სამი წლის მუშაობის შედეგები.

ვაშლიჯვარში მდებარე ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში თბილისის მერთან ერთად დღეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა