განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხვალ აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტი,
ლიტვის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და სამედიცინო აკადემიის პროფილაქტიკური მედიცინის განყოფილების უფროსი, ლინას სუმსკასი ესტუმრება.
საერთაშორისო ექსპერტი, პროექტ STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას შეაფასებს.
აღსანიშნავია, რომ შეფასების პროცესში, საერთაშორისო ექსპერტთან ერთად წარმოდგენილნი იქნებიან ქართველი ექსპერტები, სტუდენტი და დამსაქმებელი.
2017 წლის ბოლომდე საერთაშიროს ექსპერტების მონაწილობით საქართველოს 11 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 21 ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო და სადოქტორო პროგრამა შეფასდება.

















